07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
დეივიდ კამერონი დღეს ტერეზა მეის პრემიერის უფლებამოსილებას ოფიციალურად გადააბარებს

დეივიდ კამერონი დღეს ტერეზა მეის პრემიერის უფლებამოსილებას ოფიციალურად გადააბარებს.

ბრიტანეთის პრემიერი პარლამენტში იმყოფება და კანონმდებლებს ემშვიდობება. სხდომის დასრულების შემდეგ, ის ბუკინგემის სასახლეში, ელისაბედ მეორეს შეხვდება და პოსტის დატოვების შესახებ განცხადებას წარუდგენს.

დღესვე, სასახლეში მივა კონსერვატორების ახალი ლიდერი ტერეზა მეიც, რომელსაც დედოფალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას დაავალებს.

ტერეზა მეი პირობას დებს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესს მისი მთავრობა წარმატებით დაასრულებს.

დღის ამბები