07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
თურქეთი სირიასა და ერაყთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იწყებს მუშაობას

თურქეთის ხელისუფლება სირიასა და ერაყთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე იწყებს მუშაობას. განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა გააკეთა.

ბინალე ილდირიმის თქმით, ანკარა ყველა მეზობელ ქვეყანასთან შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან ნორმალური ურთიერთობების დამყარებით არის დაინტერესებული. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა ისრაელთან და რუსეთთან. შემდეგი ნაბიჯი კი დამასკო და ბაღდადია.

თურქეთის პრემიერის თქმით, ტერორიზმთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად, სირიასა და ერაყში სტაბილურობის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

დღის ამბები