07 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
თურქეთში საფრანგეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები დაიხურა

თურქეთში საფრანგეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები დაიხურა. ოფიციალური პირები დეტალებს არ ახმაურებენ და განმარტავენ, რომ დროებით ზომას უსაფრთხოების მიზნით მიმართეს.

ამავე მიზეზით გაუქმდა ხვალისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება, რომელიც ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო.

თურქეთში საფრანგეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ანკარასა და სტამბოლში მისიები მუშაობას მხოლოდ პარიზიდან ოფიციალური შეტყობინების მიღების შემდეგ განაახლებენ, თუმცა ვადებს ვერ აკონკრეტებენ.

დღის ამბები