07 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
გაერთიანებულ სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

გაერთიანებულ სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ეს თანამდებობა ქალმა უკვე მეორედ დაიკავა მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ.

ტერეზა მეი უკვე იმყოფებოდა დედოფალთან აუდიენციისთვის.

BBC-ის ინფორმაციით, მისასალმებელ სიტყვაში ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მისი მიზანია გაერთიანებულ სამეფოში ერთა შორის კავშირის გამყარება, უსამართლობასთან ბრძოლა, ღარიბი ოჯახებისთვის, უმუშევრებისა და სიღარიბის ზღვარზე მყოფთათვის მეტი შესაძლებლობის მიცემა. 

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ ქვეყნისთვის ახალ პოზიტიურ როლს შექმნის მსოფლიოში და ბრიტანეთი გახდება ქვეყანა, რომელიც ზრუნავს თითოეული ადამიანის კეთილდღეობისთვის.

 

 

 

BBC-ის ფოტო

დღის ამბები