07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
დატბორილი ქუჩები, შეფერხებული ფრენები - უამინდობა მოსკოვში

რუსეთის დედაქალაქში უამინდობაა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტოებთან ერთად მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 

არსებული ინფორმაციით ძლიერ ქართან და წვიმასთან ერთად რუსეთის დედაქალაქში ჭექა-ქუხილი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუწყვეტლად გრძელდებოდა. 

დაშავებულების და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

რია ნოვოსტის ინფორმაციით უამინდობის გამო შეფერხებებით მუშაობს მოსკოვში არსებული აეროპორტები. 

უხვი ნალექსი გამო დაიტბორა ქუჩებიც, რის გამოც მოსკოვის რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია

დღის ამბები