07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ნატოს ღია კარის პოლიტიკა საზღვრებს აღმოსავლეთით წევს - ალექსანდრე გრუშკო

შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე იმსჯელეს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე. ეს ინფორმაცია, კურიერის კორესპონდენტს ნატოში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე გრუშკომ დაუდასტურა და ასევე განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნებისმიერი სამხედრო აქტივობა რეგიონში დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.

მან საქართველოს ნატოში წევრობაზეც გააკეთა კომენტარი. მისი შეფასებით ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ იქნება ევროპის უსაფრთხოების გარანტი.

„ვისაუბრეთ შავი ზღვის საკითხზე, სადაც ნებისმიერი სამხედრო აქტივობა სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ის რეგიონში უსაფრთხოებას ვერ შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ჩვენ საქართველოს შესახებ არ გვისაუბრია, თუმცა ჩვენი პოზიცია ცნობილია, ღია კარის პოლიტიკა ვერ შეუწყობს ხელს ევროპის უსაფრთხოებას, რადგან ეს საზღვრებს აღმოსავლეთით წევს,“- განაცხადა ალექსანდრე გრუშკომ.

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი და რუსეთის ელჩი ესწრებოდნენ, ასევე ისაუბრეს უკრაინის ანექსიაზე, ვარშავის სამიტსა და ავღანეთზე.

“რუსეთის ქმედებები უკრაინაში, ძირს უთხრის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამხედრო მოქმედებებზე, გამჭვირვალეობასა და რისკების შემცირებაზე. ნატომ რუსეთს მიაწოდა ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ, რაც გასულ კვირას ვარშავაში მივიღეთ. რუსეთმა კი გაგვაცნო საკუთარი ნაბიჯები. მან ასევე შემოგვთავაზა ბალტიის ზღვაში საჰაერო უსაფრთხოების დაცვა, რასაც მოკავშირეები აუცილებლად განიხილავენ,“-განაცხადა სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები