07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
ტყის ხანძარს ებრძვიან კოლორადოსა და კალიფორნიის შტატებში

ტყის ხანძარს ებრძვიან შეერთებული შტატების კოლორადოსა და კალიფორნიის შტატებში. ფრემონტის ოლქში ცეცხლი 5 ათას ჰექტარზეა გავრცელებული და მისი არეალი აღმოსავლეთით იზრდება.

ხელისუფლებამ სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა. კალიფორნიაში ცეცხლს 200-მდე მეხანძრე ებრძვის. ცეცხლის ჩაქრობას ვერტმფრენებიდანაც ცდილობენ.

დაშავებულების ან დამწვარი შენობების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები