07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
ესპანეთის სამხრეთში ტყის ხანძრის გამო 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

ესპანეთის სამხრეთში ტყის ხანძარმა ხელისუფლებას 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია აიძულა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. რეგიონში პირველი დონის საგანგებო მდგომარეობაც იყო გამოცხადებული.

სახანძრო ჯგუფები ორ კერაზე ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას, რომელიც სავარაუდოდ განზრახ გააჩინეს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დროებით ტურისტების უსაფრთხო ადგილას გადაყვანაც გახდა საჭირო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები