07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ქვეყანას ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დასაწყებად, დამატებითი დრო სჭირდება - ბრიტანეთის ახალი პრემიერი

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ მთავრობას ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დასაწყებად დამატებითი დრო სჭირდება. ამ საკითხზე ტერეზა მეი ტელეფონით ანგელა მერკელსა და ფრანსუა ოლანდს ესაუბრა.

პრემიერი აცხადებს, რომ რეფერენდუმის შედეგების გადახედვას არ აპირებს და გეგმავს ბრიტანელების სურვილი შეასრულოს, თუმცა ახალ მთავრობას ევროკავშირთან მოლაპარაკებისთვის მომზადება სჭირდება.

ახალ მინისტრთა კაბინეტში ბრექსითის კამპანიის ლიდერმა და ლონდონის ყოფილმა მერმა ბორის ჯონსონმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ჩაიბარა, უწყების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ფილიპ ჰემონდი კი ფინანსთა მინისტრი გახდა. მთავრობის ფორმირების პროცესს ტერეზა მეი დღეს გააგრძელებს.

დღის ამბები