07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
სირიელი ამბოხებულები რუსეთის ავიაციას დევნილების ბანაკის დაბომბვაში ადანაშაულებენ

სირიელი ამბოხებულები რუსეთის ავიაციას სირია-იორდანიის საზღვართან დევნილების ბანაკის დაბომბვაში ადანაშაულებენ. ბანაკში ძირითადად ქალები და ბავშვები ცხოვრობენ.

ოპოზიციური ძალების ცნობით, ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 40-მდე კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ამბოხებულების ერთ-ერთი დაჯგუფების წევრებიც არიან, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან.

სააგენტო REUTERS დასავლელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ რეგიონში იერიშებს რამდენიმე რუსული თვითმფრინავი ახორციელებდა. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის თავდაცვის უწყებას ამ დრომდე არ გაუკეთებია.

დღის ამბები