07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
ექსტრემალი პარაშუტისტი მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს

ცნობილი ექსტრემალი პარაშუტისტი მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს. ამერიკელი ლუკ აიკინსი 7 ათას 600 მეტრის სიმაღლიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტომას გეგმავს.

სპორტსმენი აცხადებს, რომ თავისუფალ ვარდნას სავარაუდოდ 2  წუთს მოანდომებს.

სახიფათო ექსპერიმენტს, რომელიც 30 ივლისსაა დაგეგმილი, ტელეკომპანია FOX-ი პირდაპირ ეთერში უჩვენებს.

ლუკ აიკინსი პროექტზე მეცნიერებისა და ფსიქოლოგების დახმარებით მუშაობს. ამერიკელი ექსტრემალი 26 წელია ამ სპორტს მისდევს და კარიერის განმავლობაში 18 ათასამდე ნახტომი აქვს შესრულებული.

 

დღის ამბები