07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ევროპელი ლიდერები ბორის ჯონსონს აკრიტიკებენ

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ბორის ჯონსონის დანიშვნა მოულოდნელი აღმოჩნდა ევროპის ლიდერებისთვისაც.

ლონდონის ყოფილი მერი, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის კამპანიას ხელმძღვანელობდა, მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჟან მარკ ეროს განცხადებით, იმ დროს, როდესაც ბრიტანეტს სანდო დიპლომატი ყველაზე მეტად სჭირდებოდა, საგარეო უწყების ხელმძღვანელად მატყუარა ადამიანი დაინიშნა.

ბრექსიტის მომხრე ბრიტანელი პოლიტიკოსები გააკრიტიკა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც და ისინი საკუთარი ქვეყნისადმი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.

დღის ამბები