07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
ბრიტანეთის ახალი პრემიერი მთავრობის ფორმირებას განაგრძობს

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მთავრობის ფორმირებას განაგრძობს. ტერეზა მეიმ დღეს კიდევ რამდენიმე მინისტრი დანიშნა.

თანამდებობა დატოვა იუსტიციის მინისტრმა, წარსულში დევიდ კამერონის მოკავშირემ და შემდგომ უკვე ბრექსითის კამპანიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მაიკლ გოუვიმ.

ასევე გადააყენეს განათლებისა და კულტურის მინისტრები. თავდაცვისა და ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა კი პოსტები შეინარჩუნეს.

მინისტრთა კაბინეტში პირველი ცვლილებები ტერეზა მეიმ გუშინვე განახორციელა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ფილიპ ჰემონდმა, ფინანსთა სამინისტროში გადაინაცვლა, მისი პოსტი კი მოულოდენლად ლონდონის ყოფილმა მერმა, ბორის ჯონსონმა, ჩაიბარა.

დღის ამბები