07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
ნიცა - სატვირთო ავტომობილის მძღოლი სპეცოპერაციის დროს მოკლეს

სატვირთო ავტომობილის მძღოლი რომელმაც ნიცაში ტერაქტი მოაწყო რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. 

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ სატვირთო ავტომობილში, რომელიც ხალხს შეეჯახა, ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები აღმოაჩინა.

წინასწარი ინფორმაციით სატვირთო ავტომობილი 100 კმ/საათი სიჩქარით მოძრაობდა. 

შეგახსენებთ, რომ სატვირთო ავტომობილი რამდენიმე საათის წინ ხალხის მასაში შევარდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 73 ხოლო დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები