07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
ნიცაში მომხდარ ტერაქტს, ბოლო ინფორმაციით, 80 ადამიანი ემსხვერპლა

სისხლიანი ბასტილიის დღე საფრანგეთში. ნიცაში მომხდარ ტერაქტს ბოლო ინფორმაციით 80 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც. დაშავებულია ასზე მეტი ადამიანი, მათგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

დაშავებულთა შორის არიან, ბრიტანეთის, დანიისა და ავსტრალიის მოქალაქეებიც. სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში მაშინ შევარდა, როცა საზეიმო ფოიერვერკები ახალი დასრულებული იყო. თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო.

პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა. პოლიციამ სატვირთოს მძღოლის ადგილზე მოკლა. ავტომობილიდან ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები.

ნიცაში მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით, შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ. სისხლიანი თავდასხმა პარიზის ტერაქტებიდან 8 თვის შემდეგ მოხდა. საფრანგეთის დედაქალაქში, ნოემბერში ტერორისტების მიერ მოწყობილ თავდასხმას 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები