07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გაახანგრძლივა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ ტელე მიმართვაში განაცხადა.

ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების დამატებითი ზომები იქნება მიღებული. მომხდარის ფონზე კი, საფრანგეთი სირიასა და ერაყში სამხედრო მოქმედებებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

"საფრანგეთი გარდაცვლილებს გლოვობს. ეს ძალიან მძიმეა, თუმცა, ჩვენ იმ ფანატიკოსებზე ძლიერები ვართ, ვინც თავს გვესხმიან. საგანგებო მდგომარეობა, რომელიც თვის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, კიდევ 3 თვით გაგრძელდება. ჩვენ უკიდურესი ძალადობის მოწმე გავხდით და ნათელია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამის შემდეგ ჩვენ ვაჩვენებთ რეალურ ძალასა და სამხედრო მოქმედებებს სირიასა და ერაყში," - აცხადებს ოლანდი. 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიზისული ცენტრია შექმნილი. მინისტრმა ბერნარდ კაზენოვმა კომენტარისგან არ დაადასტურა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ სატვირთოს სალონში ეროვნებით ტუნისელი, ნიცაში მცხოვრები მამაკაცის აID ბარათი აღმოაჩინეს. მისი თქმით, თავდამსხმელის ვინაობას გამოძიება ადგენს.

"ამ დროისთვის 80 ადამიანიაა დაღუპული, ათობით კი დაშავებული. ამჟამად მიმდინარეობს თავდამსხმელის იდენტიფიკაცია. ჩვენ ბრძოლას ვუცხადებთ ტერორისტებს, რომლებსაც უნდათ, რომ თავს დაგვესხან და ჩვენ წინააღმდეგ ყველაზე ძალადობრივი გზები გამოიყენონ," - საფრანგეთის შსს მინისტრმა, ბერნარდ კაზენოვნმა. 

დღის ამბები