07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ნიცაში მომხდარ თავდასხმას გამოხმაურებები მოჰყვა მსოფლიოს ლიდერებისგან

ნიცაში მომხდარ თავდასხმას რამდენიმე საათში პირველი გამოხმაურებები მოჰყვა მსოფლიოს ლიდერებისგან.

"სასტიკი ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც ათობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა" - ასე შეაფასა მომხდარი ბარაკ ობამამ თავის განცხადებაში და ამერიკელი ხალხის სახელით სამძიმარი გამოუცხადა საფრანგეთს.

ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა ჯონ ქერიც, რომელმაც ბასტილიის დღე გუშინ პარიზში აღნიშნა. მან ფრანგი ხალხის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა და დაამატა, რომ შეერთებული შტატების საელჩო ნიცაში მყოფი ამერიკის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას აგროვებს.

ვაშინგტონი მზად არის გამოძიების პროცესში დახმარების აღმოსაჩენად. მომხდარს მონღოლეთიდან გამოეხმაურნენ აზია-ევროპის შეხვედრაზე მყოფი ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. მათ შეხვედრა წუთიერი დუმილით გახსნეს.

დღის ამბები