07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ტერაქტი ნიცაში - გლოვის ნიშნად საფრანგეთში სახელმწიფო დროშები დაუშვეს

საფრანგეთის ქალაქი ნიცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ტერორისტულ თავდასხმას გუშინ საღამოს აქ 84 მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტერაქტის ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ცენტრალურ ქუჩაზე დგას სატვირთო მანქანაც, რომლითაც ტერორისტმა მოზეიმე ხალხს გადაუარა.

ქვეყანაში გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაუშვეს, პრეზიდენტის ბრძანებით საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ მოქმედებდა და რომელიც თვის ბოლოს უნდა გაუქმებულიყო, კვლავ სამი თვით გახანგრძლივდა.

დღის ამბები