07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
ვაშინგტონი მზად არის საფრანგეთს გამოძიების პროცესში დაეხმაროს

ვაშინგტონი მზად არის საფრანგეთს გამოძიების პროცესში დაეხმაროს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა.

ბარაკ ობამამ ამერიკელი ხალხის სახელით ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა და ნიცაში მომხდარ თავდასხმას საზარელი ტერაქტი უწოდა. მომხდარი დაგმო სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმაც, რომელიც გუშინ პარიზში ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდა.

ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს ნატოს გენერალურმა მდივანმა და ევროკავშირის ლიდერებმა, რომლებიც მონღოლეთში აზია-ევროპის სამიტზე იმყოფებიან. შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო.

„სიტყვებით ვერ გამოვხატავ რა გვაკავშირებს ჩვენს ფრაგ მეგობრებთან ასეთ მძიმე დროს. საზარელი რამ მოხდა, თანაც ეროვნული დღესასწაულის დროს. ჩვენი თანადგომა ვერ შეცვლის იმ დანაკარგს, რომელიც ამ თავდასხმას მოყვა, მაგრამ საჭიროა ყველა ქვეყნის ერთად დგომა და სოლიდარობა ტერორისმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ,“- განაცხადა ანგელა მერკელმა.

ნიცაში მომხდარ საზარელ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.

"მომხდარი არის ტრაგიკული პარადოქსი, რადგან თავდასხმა მოხდა ადამიანებზე რომლებიც თავისუფლებას, თანასწორობასა და ძმობას ზეიმობდნენ. ჩვენ გარდაცვლილთა ოჯახებში გვერდით ვდგავართ. ასევე მხარს ვუჭერთ მთავრობას ძალადობისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

საფრანგეთში მომხდარი ტერაქტი დაგმო რომის პაპმაც.

 

დღის ამბები