07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
ტერაქტი საფრანგეთში - მედიის ცნობით, ტერორისტი ნიცაში მცხოვრები ტუნისელი, 31 წლის მუჰამედ ლაუიჯ ბულელია

საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ნიცაში მომხდარ ტერაქტს, ბოლო მონაცემით, 84 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 10 ბავშვია.

დაღუპულებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინის, რუსეთისა და გერმანიის მოქალაქეები არიან. 100-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული.

ფრანგულ მედიაში უკვე სახელდება ტერორისტის ვინაობა - ის ნიცაში მცხოვრები ტუნისელი, 31 წლის მუჰამედ ლაუიჯ ბულელია. სამართალდამცველებმა დილით მისი ბინა გაჩხრიკეს.

თავდასხმა ღამის 11 საათზე მოხდა. ტერორისტმა სატვირთო მანქანა ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი ფოიერვერკის დასრულების შემდეგ მოზეიმე ხალხს შეაჯახა. მის შეჩერებას ერთ-ერთი თვითმხილველი ცდილობდა. თუმცა, საბოლოოდ ტერორისტი პოლიციელებმა მოკლეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. მოგვიანებით ფრანსუა ოლანდი ნიცაში გაემგზავრება. ტერაქტის გამო გერმანიამ საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა.

დღის ამბები