07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურა შეარჩია

დონალდ ტრამპმა ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურა შეარჩია. ამერიკული მედიის ინფორმაციით, რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე პრეზიდენტი ინდიანას შტატის გუბერნატორი მაიკ პენსი იქნება.

მილიარდერი ოფიციალური განცხადების გაკეთებას პენსის შერჩევის შესახებ დღეს აპირებდა. თუმცა, ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო ღონისძიება გადადო.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ჰილარი კლინტონსაც უკვე შერჩეული ჰყავს ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი. ის პოსტის შეთავაზებას ნატოს ძალების სარდლისთვის გენერალ ჯეიმს სტავრიდისისთვის აპირებს.

დღის ამბები