07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
მიკ ჯაგერი მერვე შვილს ელოდება

ლეგენდარული The Rolling Stones-ის სოლისტი კიდევ ერთხელ გახდება მამა. მიკ ჯაგერი მერვე შვილს ელოდება.

როკ ჯგუფის წარმომადგენელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მუსიკოსის პარტნიორი 29 წლის მელანი ჰემრიკი ფეხმძიმედაა.

მიკ ჯაგერს რამდენიმე დღეში დაბადების დღე აქვს. მომღერალი 73 წლის ხდება. ის უკვე 7 შვილის მამაა და ორი წლის წინ ბაბუაც გახდა.

მაისში მამა გახდა როლინგ სთოუნზის გიტარისტი რონი ვუდიც. მას 68 წლის ასაკში ტყუპი გოგო შეეძინა.

დღის ამბები