07 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
50 ადამიანი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა - ფრანსუა ოლანდი

"ჩვენ დავამარცხებთ მათ," - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ჟურნალისტებთან შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

მიმართვის დროს ფრანსუა ოლანდმა რამდენჯერმე აღნიშნა ევროპული ღირებულებები და განაცხადა, რომ საფრანგეთი არის ძლიერი ქვეყანა, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს. 

"ჩვენ ვართ ომში. საფრანგეთი არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ისინი, ვინც ტერაქტებს აწყობენ და ცდილობენ, დარტყმა მოგვაყენონ ჩვენ. ჩვენ დავამარცხებთ მათ," - აცხადებს ფრანსუა ოლანდი. 

საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 50 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. "მათ მიღებული აქვთ სხეულის მძიმე დაზიანებები და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან," - აღნიშნა ოლანდმა. 

საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 84 შეადგენს, დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ს აჭარბებს. 

 

 

დღის ამბები