07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
საფრთხე კვლავ გვემუქრება, ჩვენი სპეცსამსახურები მობილიზებულია - ბრიტანეთის პრემიერი

ბრიტანული სპეცსამსახურები და პოლიცია მობილიზებულია, - ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ტერესა მეიმ, გააკეთა.

მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რის გამოც შესაბამისი უწყებები ამ მიმართულებით მუშაობენ.

ახალმა პრემიერმა ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა გაგრძელდეს და გამკაცრდეს. 

"შოკირებული ვარ იმ საზარელი თავდასხმის გამო, რომელიც ნიცაში წუხელ მოხდა. მსხვერპლი უდანაშაულო ხალხია, რომელიც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ზეიმობდა ეროვნულ დღესასწაულს.

"უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა ამ სასტიკი მკვლელების დასამარცხებლად. მათ სურთ ჩვენი ცხოვრების წესის განადგურება. საფრანგეთთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად უნდა ვიმუშაოთ მთავარი ღირებულების - თავისუფლების დასაცავად," - განაცხადა ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები