07 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
84 გარდაცვლილი, მათ შორის 10 ბავშვი და 202 დაშავებული, რომელთაგან 25 კომაშია - ნიცის ტერაქტის მსხვერპლთა ბოლო მონაცემები

84 გარდაცვლილი, მათ შორის 10 ბავშვი და 202 დაშავებული, რომელთაგან 25 კომაშია, - ასეთია ნიცის ტერაქტის ბოლო მონაცემები, რომელსაც საფრანგეთის პროკურატურა ავრცელებს.

ტერაქტის შედეგების შესახებ საფრანგეთის ხელისუფლების ოფიციალურ მონაცემებს CNN ავრცელებს.

დაღუპულებს შორის აშშ-ის, უკრაინის, რუსეთისა და გერმანიის მოქალაქეები არიან.

აქვე ნათქვამია, რომ საფრანგეთში დაცვის ზომები გამკაცრებულია.

ფრანგულ მედიაში უკვე სახელდება ტერორისტის ვინაობა. ის ნიცაში მცხოვრები ტუნისელი, 31 წლის მუჰამედ ლაუიჯ ბულელია.

  

დღის ამბები