07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა შეარჩია

დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა შეარჩია. რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ამ პოსტს შტატ ინდიანის გუბერნატორი, მაიკ პენსი, დაიკავებს.

მილიარდერი მის წარდგენას მხარდამჭერებთან დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებდა. თუმცა, ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო ღონისძიება გააუქმა.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ჰილარი კლინტონსაც უკვე შერჩეული ჰყავს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. ის პოსტის შეთავაზებას ნატო-ს ძალების სარდლისთვის გენერალ ჯეიმს სტავრიდისისთვის აპირებს. 

დღის ამბები