07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
პუტინმა და კერიმ სირიის საკითხზე ისაუბრეს

სირიის საკითხი იყო მთავარი თემა ვლადიმერ პუტინისა და ჯონ კერის შეხვედრაზე, რომელიც კრემლში გაიმართა.

მოლაპარაკებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და გვიან ღამით დასრულდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რუსულ მხარეს ორივე ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლობა შესთვაზა სირიასა და ერაყში ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად.

კრემლში აცხადებენ, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო, თუმცა მხარეებს შორის ბევრ საკითხზე პოზიციები კვლავ განსხვავდება, მათ შორის უკრაინასთან მიმართებაშიც.

დღის ამბები