03 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
„აირზენას” პროტესტი - კომპანია მოსკოვის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

ავიაკომპანია „აირზენა” დღეიდან მოსკოვის მიმართულებით რეისებს წყვეტს. ხელმძღვანელობა ფინანსურ ზარალსა და პარიტეტის პრინციპის დარღვევაზე ლაპარაკობს.

„აირზენა” რუსულ ავიაკომპანიებთან ერთად თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვს. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, არ გამორიცხავენ აქციები გამართონ და პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართონ.

მოთხოვნებსა და პრეტენზიებზე დღეს ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგამდე წინასწარ კომენტარს არ აკეთებენ ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს საჰაერო ნავიგაციაში.

დღეს, დილის 9 საათზე თბილისი-მოსკოვის მიმართულებით დაგეგმილი რეისი, როგორც აცხადებენ, 12 დეკემბერს შესრულდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები