07 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
თურქეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა

თურქეთში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სტამბოლსა და ანკარაში ქუჩები თითქმის მთლიანად დაცარიელებულია. ვრცელდება ინფორმაცია სამხედრო შტაბებთან შეტაკებების გაგრძელების შესახებ, ასევე ცნობილია, რომ ამბოხებულები კვლავ აკონტროლებენ რამდენიმე სამხედრო ვერტმფრენს. ერთ-ერთი სამთავრობო ძალებმა ანკარაში F-16 ტიპის გამანადგურებლით ჩამოაგდეს.

სამხედრო გადატრიალების მცდელობას თურქეთში ბოლო მონაცემებით, 60 ადამიანი ემსხვერპლა. მოკლულია არეულობის 16 ორგანიზატორი, დაკავებულთა საერთო რაოდენობა კი ათას 600-ს აღწევს.

ტელეკომპანია CNN-ის თურქული ბიუროს ცნობით, გათავისუფლებულია გენერალური შტაბის უფროსიც, რომელიც წუხელ აჯანყებულებმა ტყვედ აიყვანეს. მომხდარის შემდეგ 29 პოლკოვნიკი და 5 გენერალი გადააყენეს. ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს.

ვითარებას ამ დროისთვის თურქეთის ხელისუფლება აკონტროლებს. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ირანმა თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა დროებით შეაჩერა, თურქეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევენ მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებიც.

დღის ამბები