07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
თურქეთის ხელისუფლება მთავრობის საგანგებო სხდომაზეა შეკრებილი

ამ წუთებში თურქეთის ხელისუფლება მთავრობის საგანგებო სხდომაზეა შეკრებილი. თათბირი ქვეყნის პრემიერმინისტრმა მოიწვია. შეხვედრა პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს, რომელიც გვიან ღამით სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე სამხედროების სამიზნე იყო.

ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი კი ათას 1100-ს აჭარბებს. სამთავრობო ძალები შეთქმულებაში მონაწილე სამხედროებს აკავებენ, მათ გაათავისუფლეს გენშტაბის უფროსიც, რომელიც ამბოხებულებმა წუხელ მძევლად აიყვანეს.  

დღის ამბები