07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ამ დრომდე უცნობია, როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები სარფის საბაჟოს გადაკვეთას

ამ დროისთვის თურქულ მხარეს საზღვარი ისევ ჩაკეტილი აქვს. საქართველოდან ქვეყნის მიმართულებით მხოლოდ თურქეთის მოქალქეებს შეუძლიათ გადასვლა. ამ დროისთვის სარფის საბაჟოსთან შეკრებილები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრისპირა ქალაქებში არიან დასაქმებული, თუმცა მათთვის ამ ეტაპისთვის უცნობია, რამდენ ხანში შეეძლებათ საზღვარი გადალახვა. ამ დროისთვის სახელდება სავარაუდო თარიღი 3-4 დღე.

თურქეთიდან საზღვრის გადმოკვეთა საქართველოს მიმართულებით, შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს და ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას. 

ცოტა ხნის წინ თურქეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მდგომარეობა საკმაოდ რთულია, მიმდინარეობს პატრულირება, თუმცა გზებზე მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. ასევე ისმის სროლები და მოსახლეობა პანიკაშია.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის თურქეთიდან ბათუმის მიმართულებით, ფრენები გაუქმებულია.

მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებით, არსებობს სრული კომუნიკაცია, თურქეთის მთავრობასთან. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მოკვლევა იმასთან დაკავშირებით, ზუსტად რამდენი ქართველია დარჩენილი სხვადასხვა აეროპორტში, რათა მოხდეს მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევა. 

ამ დროისთვის, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 754 ადამიანია დაკავებული.

დღის ამბები