07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
ნიცის სანაპიროზე მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ნიცის სანაპიროზე მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. დაჯგუფების საინფორმაციო სააგენტოს ინფრომაციით, მუჰამედ ბუჰლელი, რომელმაც სანაპიროზე სატვირთო მანქანით ხალხს გადაუარა, ISIS-ის ჯარისკაცი იყო.

ოფიციალურ პირებს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, პროკურატურამ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ ტერაქტის შესრულებაში ტერორისტული დაჯგუფების ხელწერა იკვეთება.

გამოძიების ფარგლებში ძალოვანებმა ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაცია ნიცაში ორ მისამართზე ჩატარდა. ჯერჯერობით უცნობია რა კავშირი აქვთ მათ მუჰამედ ბუჰლელთან, რომელმაც სატვირთო მანქანით ასობით ადამიანს გადაუარა და 84 ადამიანი მოკლა. მომხდარის გამო საფრანგეთში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

დღის ამბები