07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ გრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ თურქეთში მყოფი ქართველები, რაც შეიძლება, მალე დაბრუნდნენ საქართველოში

თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ განვითარებულ მოვლენებს მაქსიმალურად ადევნებენ თვალს.

ასევე მინსტრმა აღნიშნა, რომ გრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ თურქეთში მყოფი ქართველები, რაც შეიძლება, მალე დაბრუნდნენ საქართველოში. 

მიხეილ ჯანელიძე ასევე ინფორმირებულია  ქორეოგრაფიულ ანსამბლ ქართულ გენთან დაკავშირებითაც. მინისტრის თქმით, ავტობუსმა უკვე სვლა დაიწყო სტამბულის მიმართულებით.

”მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი, რომელიც არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, ამ ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ შეექმნას პრობლემები. ამიტომ ჩვენ ამ პროცესებს მაქსიმალურად ვადევნებთ თვალყურს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც თურქეთში არიან და სურთ საქართველოში დაბრუნება, მათ ეს შეძლონ, რაც შეიძლება, მალე. არის ჯგუფი, რომელიც აეროპორტშია და ელოდება შესაბამის რეისებს, რომელიც გადაიდო გუშინ საღამოს. უკვე განსაზღვრულია, ერთი რეისი როდის იქნება და უკვე ირკვევა მეორე რეისის დროც. ჩვენი საკონსულოს წარმომადგენლები სტამბოლში აეროპორტში არიან. ისინი აწვდიან როგორც საკვებს, ასევე სხვა საჭირო მედიკამენტებს და ეხმარებიან ყველა შესაძლო საშუალებით,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

დღის ამბები