07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
თურქეთის სამხედრო ამბოხში ის მფრინავი მონაწილეობდა, რომელმაც რუსული სუ 24 ჩამოაგდო

თურქეთის სამხედრო ამბოხში ის მფრინავი მონაწილეობდა, რომელმაც რუსული მოიერიშე სუ 24 ჩამოაგდო - ამის შესახებ განცხადება ანკარის მერმა, მელიხ გეკჩეკმა, გააკეთა.

მისი თქმით, სამხედრო ამბოხების მცდელობის ერთ-ერთი მონაწილე, სწორედ ეს მფრინავი, თუმცა მისი ვინაობა არ ხმაურდება.

"პარალელურმა სახელმწიფომ" დააზიანა ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან. ეს იყო თვითმფრინავის ინციცდენტი, რომელშიც ამ ორგანიზაციის (პარალელური სახელმწიფო) მფრინავი მონაწილეობდა. 100%-იანი დარწმუნებით გეუბნებით, ის იყო სამხედრო პუტჩის მონაწილე. ამ დრომდე ჩვენ ამ ინფორმაციას არ ვაჟღერებდით," - განაცხადა მელიხ გეკჩეკმა.  

 

დღის ამბები