07 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
თურქეთში არეულობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 161-მდე გაიზარდა

შეთქმულებაში მონაწილე სამხედროები თურქეთის სამთავრობო ძალებს ბარდებიან. ინტერნეტით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ ტოვებენ ამბოხებულები ბოსფორის ხიდზე გაჩერებულ ტანკებსა და ჯავშანმანქანებს.

ვითარებას ძირითადად უკვე თურქეთის ხელისუფლება აკონტროლებს, თუმცა შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება ანკარაში გენშტაბის ბაზაზე.

სამთავრობო ძალებმა უვნებლად გაათავისუფლეს მძევლად აყვანილი გენშტაბის უფროსი, თუმცა სამხედრო მაღალჩინოსნების ნაწილი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.

სამხედრო გადატრიალების მცდელობას მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორისაც.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 161 ადამიანი, მათ შორის 47 სამოქალაქო პირი და 41 სამართალდამცველია, დაშავებულთა რაოდენობა 1400-ს აჭარბებს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები