07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
თურქეთში შეთქმულების 8 სავარაუდო მონაწილემ საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

სამხედრო გადატრიალების მონაწილეები თურქეთის დატოვებას ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეთქმულების 8 სავარაუდო მონაწილე სამხედრო ვერტმფრენით საბერძნეთში გადავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ისინი საბერძნეთის პოლიციამ დააკავა.

შეთქმულების ორგანიზატორებისა და მონაწილეების ქვეყნიდან გაქცევის აღსაკვეთად თურქეთის ხელისუფლებამ საზღვრებზე და აეროპორტებში კონტროლი გაამკაცრა.

შეტყობინებაში, რომელიც მესაზღვრეებს გადაეგზავნათ, ფეტულა გიულის ორგანიზაციის წევრების სახელები და გვარებია ჩამოთვლილი, რომლებიც შეთქმულებაში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილები. მათი ვინაობა ჩხრეკების შედეგად ამოღებული მასალებით დადგინდა.

ანკარაში დარწმუნებულები არიან, რომ სამხედრო გადატრიალება ამერიკაში მცხოვრები კლერიკის, ფეტულა გიულენის, ორგანიზაციამ დაგეგმა, რომელსაც "პარალელურ სახელმწიფოს" უწოდებენ. თავად გიულენი შეთქმულებასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

ამავე თემაზე
დღის ამბები