07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
თურქეთის ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენას გეგმავს

თურქეთის ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენას გეგმავს, - ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა, ცოტა ხნის წინ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შეფასებისას გააკეთა.

"დღეს საკონსტიტუციო საბჭო შეხვედრას გამართავს, სადაც განიხილავენ სასჯელის სახით სიკვდილით დასჯის დაბრუნების მიზანშეწონილობის საკითხის. ასევე, ამ თემაზე იქნება შიდაპარტიული კონსულტაციებიც," - განაცხადა ილდირიმმა.

 

მან ასევე ისაუბრა გადატრიალების მცდელობისას დაღუპულთა და დაზარალებულთა შესახებ. მისი თქმით, დაღუპულია 161 ადამიანი და დაშავებულია 1440.  

 

    

დღის ამბები