07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
თურქული მედია შეთქმულების ორგანიზატორად თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილ მეთაურს, გენერალ აკინ ოზთურკს, ასახელებს

თურქული მედია შეთქმულების ორგანიზატორად თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილ მეთაურს, გენერალ აკინ ოზთურკს, ასახელებს.

ის სამხედრო საქმიანობას 2015 წლის აგვისტოში ჩამოშორდა, თუმცა უმაღესი სამხედრო საბჭოს წევრად რჩებოდა.

ხელისუფლება კი არეულობის მოწყობაში ყოფილ სასულიერო პირს ფეტულა გიულენს ადანაშაულებს, რომელიც ამ დროისთვის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

სამხედრო გადატრიალების მცდელობას თურქეთში, ოფიციალური მონაცემით, 161 ადამიანი ემსხვერპლა, ათას 400-ზე მეტი კი დაშავდა. დაკავებულია შეთქმულების 2 ათას 800-ზე მეტი მონაწილე. აჯანყებული სამხედროების უმეტესობა სამტავრობო ძალებს თვითონ ჩაბარდა.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში 2 ათას 700-ზე მეტი მოსამართლე გადააყენეს. 

 

დღის ამბები