07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ნიცაში პოლიციის მიერ სანაპირო ზოლი გადაკეტილია - ტურისტები ქალაქში მაინც გამოდიან

ნიცაში პოლიციის მიერ სანაპირო ზოლი გადაკეტილია, თუმცა ადგილობრივები და ტურისტები ქალაქში მაინც გამოდიან.

ნიცაში მყოფ ტურისტებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ ტერაქტის შემდეგ ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ.

ფრანგი სამართალდამცველები ნიცაში სპეცოპერაციას ატარებენ. ძალოვანებმა მუჰამედ ბულელთან კავშირში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთერთი ტერორისტის ყოფილი მეუღლეა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ტუნისიდან გამგზავრებამდე ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ბულელმა რადიკალ ისლამისტებთან კავშირი, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდში დაამყარა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. დაჯგუფების ინფორმაციით, მოჰამედ ბულელმა საკუთარი ვალი მოიხადა და იმ ქვეყნის მოქალაქეებზე იძია შური, რომელიც ISIS-ის წინააღმდეგ კოალიციაში მონაწილეობენ. თავდასხმას 84 ადამიანი ემსხვერპლა და 200-ზე მეტი დაშავდა.

ცოტა ხნის წინ Twitter-ზე რომის პაპის განცხადება გავრცელდა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ფრანგი ხალხისთვის ლოცულობს. 

 

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

დღის ამბები