07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
არეულობა თურქეთში - დეტალები სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ

სტამბოლის და ანკარის ქუჩებში ჯავშანტექნიკა და შეიარაღებული სამხედროები ადგილობრივი დროით, საღამოს 8 საათზე გამოჩდნენ, რის შემდეგაც სტამბოლში ქალაქის აზიურ და ევროპულ ნაწილს შორის დამაკავშირებელი ყველა ხიდი დაიკეტა.

ხალხი პანიკამ მოიცვა. დაიკეტა საზღვრები და აეროპორტები. მოვლენები სწრაფად განვითარდა და, დაახლოებით, 2-საათიან ინტერვალში ამბოხებულებმა დაიკავეს რამდენიმე სახელმწიფო შენობა, ადგილობრივი საზოგადოებრივი არხი, შეტევა განახორციელეს პარლამენტის შენობაზე და სამხედრო გადატრიალება გამოაცხადეს.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა. მიმართვიდან რამდენიმე წუთში სტამბოლის ქუჩები ხალხით გაივსო.

გამთენიისას, დილის 5 საათზე, როცა რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თვითმფრინავი სტამბოლში დაეშვა, ცხადი გახდა, რომ სამხედრო აჯანყების იდეა წარუმატებელი იყო.

არშემდგარი სამხედრო გადატრიალების უკან ფათჰულა გიულენი თურქეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა უკვე დაასახელეს.

 

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები