07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
ასობით დაღუპული, დაშავებული და დაპატიმრებული - კრახით დასრულებული სახელმწიფო გადატრიალება

სახელმწიფო გადატრიალება თურქეთში კრახით დასრულდა - ქვეყანას უკვე მთლიანად ერდოღანის ხელისუფლება აკონტროლებს.

სამართალდამცველები ამბოხების მონაწილეთა დაკავებას განაგრძობენ. დაპატიმრებულთა რიცხვი უკვე 3 ათასია.

სამსახურიდან დაითხოვეს ათასობით მოსამართლე, შემდეგ კი დააპატიმრეს. 

რამდენიმესაათიან ამბოხს 265 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა დაშავებულთა რიცხვი კი 1000-ს აჭარბებს. 

ინტერნეტში ვრცელდება დაპატიმრებული სამხედროების ფოტოებიც. ისინი ნახევრად შიშვლები იატაკზე წვანან. 

 

თურქეთმა უკვე გახსნა საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრებიც. განადგურებულია მეამბოხეების საბრძოლო ტექნიკა, ჩამოგდებულია მათ მიერ გატაცებული საფრენი საშუალებებიც, რომლებითაც ისინი მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო შენობებს ბომბავდნენ და ცეცხლს უხსნიდნენ მოქალაქეებს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები