07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
თურქეთის სამხედრო გადატრიალებების ისტორია

პირველი სამხედრო გადატრიალება თურქეთში 1960 წელს მოხდა, როდესაც მაისში სამხედროებმა დემოკრატიული პარტიის ყველა წევრი დააკავეს. საუბარია პოლიტიკოსებზე, რომელებიც ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი პასუხისგებაში მისცეს და ისინი გაასამართლეს.

1961 წლის სექტემბერში ხელისუფლებიდან ჩამოცილებული პრემირ-მინისტრი, ადნან მენდერესი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი და ფინანსთა მინისტრი სიკვდილით დასაჯეს - ისინი ჩამოხრჩვეს.

1971 წელს თურქეთის პრემირ-მინისტრი სულეიმან დემირელი, სამხედროების ზეწოლის გამო, იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა.

1980 წელს სტუდენტებს შორის დაწყებული დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა. მაშინ თურქეთისა სამხედრო მეთაურმა, ახმედ ქენან ევრენმა, თავი პრეზიდენტად გამოაცხადა და შეცვალა ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც სამხედროებს დიდ ძალაუფლებას აძლევდა.

1997 წელს თურქეთის არმიამ აიძულა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი,  ნეჯმეტ ერბაკანი, გადამდგარიყო. სამხედროებმა ეს გადაწყვეტილება მთავრობის მაშინდელი კურსით ახსნეს. მათი მტკიცებით, პრემიერ ქვეყანა თეოკრატიისკენ მიჰყავდა. მაშინ სამხედროებმა ხელისუფლება არ დაიკავეს. მათი უშუალო ჩარევით პოლიტიკოსებმა ახალი მთავრობა დააკომპლექტეს.

 

 

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი

 

დღის ამბები