07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
ვაშინგტონი შესაძლებლად მიიჩნევს, განიხილოს ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირების მოთხოვნა

ვაშინგტონი შესაძლებლად მიიჩნევს, განიხილოს ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნა, თუ თურქეთის მთავრობა მის დანაშაულებრივ საქმიანობაზე მტკიცებულებას წარმოადგენს, - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, მანამდე გააკეთა, ვიდრე თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ს გიულენის ექსტრადირებას სთხოვდა.

ჯონ კერის განცხადება ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებამ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კერიმ ამის შესახებ ლუქსემბურგში ვიზიტისას ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ თურქეთს არ მოუთხოვია გიულენის ექსტრადიცია. 

თუმცა, დღის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან გაკეთდება მინიშნებები იმაზე, რომ სამხედრო გადატრიალების უკან სწორედ გიულენი იდგა.  

თავად ფეთჰულაჰ გიულენმა კი სამხედრო გადატრიალება დაგმო და მასთან ნებისმიერი კავშირი უარყო.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები