07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
წუხელ სტამბოლსა და სხვა დიდ ქალაქებში მოსახლეობამ "დემოკრატიის გამარჯვება" აღნიშნა

სტამბოლსა და სხვა დიდ ქალაქებში წუხელ ქუჩებში ხალხმრავალი გამოსვლები იყო, სადაც თურქეთში დემოკრატიის გამარჯვება აღნიშნეს.

მოსახლეობამ ბოლო 24 საათში განვითარებული მოვლენები და ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების მცდელობა კიდევ ერთხელ გააპროტესტა და არჩეულ ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა. 

მმართველი გუნდის მომხრეების ნაწილი სტამბოლში, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სახლთანაც შეიკრიბა.

დემონსტრანტებს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. ერდოღანმა ამერიკელ კოლეგას მოუწოდა, გადასცეს ყოფილი სასულიერო პირის ფეტჰულა გიულენი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობის იდეოლოგად მოიაზრებს.

სამხედრო გადატრიალების მცდელობისას თურქეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 265-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გარდაცვლილთა შესახებ თავდაპირველად გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ 161 გარდაცვლილს შორის 20 იყო ამბოხების მონაწილე. შესაბამისად, ბოლო ინფორმაციის თანახმად, 265 გარდაცვლილს შორის, საერთო ჯამში, მოამბოხე უნდა იყოს 125 ადამიანი.  

თითქმის 3000 ჯარისკაცი კი დააკავებულია, მათ შორის არიან გენერლები, რომლებიც ამბოხებას მეთაურობდნენ. დაახლოებით 2750 მოსამართლე თანამდებობიდან გაათავისუფლს.

გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად უკვე დაასახელა აშშ-ში მცხოვრები თურქი მკვლევარი და ყოფილი სულიერი ლიდერი, ფეთჰულაჰ გიულენი. თუმცა, ის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

გუშინ საღამოს თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ს გიულენის ექსტრადირებაც სთხოვა.

აშშ-ის ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ერდოღანის განცხადებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლების მიმართვის და საფუძვლიანი დასაბუთების შემთხვევაში ამ საკითხს ვაშინგტონი აუცილებლად განიხილავს.  

 

დღის ამბები