07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
თურქეთში 140 მოსამართლეზე დაკავების ორდერი გაიცა

თურქეთის უზენაესი სასამართლოს 140 მოსამართლეზე დაკავების ორდერი გაიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედიასაშუალებები ავრცელებენ. 

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან  2750-მდე მოსამართლე გაათავისუფლეს. მათ მკვლევარ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში ადანაშაულებენ. 

აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულაჰ გიულენი თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად დაასახელა. თუმცა, ის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

გუშინ საღამოს თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ს გიულენის ექსტრადირებაც სთხოვა.

აშშ-ის ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ერდოღანის განცხადებამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლების მიმართვის და საფუძვლიანი დასაბუთების შემთხვევაში ამ საკითხს ვაშინგტონი აუცილებლად განიხილავს.  

დღის ამბები