07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
აშშ ანკარას მოუწოდებს, გამოძიება კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით აწარმოოს

თურქეთში შეთქმულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის.

ჯონ კერის თქმით, შეერთებული შტატები მზადაა, თურქეთის ხელისუფლებას გამოძიების პროცესში დაეხმაროს, თუმცა, მისი თქმით, "საჯარო ინსინუაციები ან მტკიცებები არშემდგარ გადატრიალების მცდელობაში ვაშინგტონის რაიმე როლთან დაკავშირებით, არის აბსოლუტური სიცრუეა და ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობას".

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ და მოუწოდა ანკარას, გამოძიება კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით აწარმოოს.

უწყება ამერიკის მოქალაქეებს თურქეთში გამზავრებისგან თავის შეკავებასაც ურჩევს.

სახელმწიფო დეპარტამენტამდე მორიგი განცხადება თეთრმა სახლმაც გაავრცელა და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მიმართ შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. 

დღის ამბები