07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერებმა გიულენის სახლთან მცირერიცხოვანი აქცია გამართეს

თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერებმა მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია პენსილვანიაში, ფეთჰულაჰ გიულენის სახლთან გამართეს.

მომიტინგეები შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან გიულენის დეპორტირებას მოითხოვდნენ.

თავად გიულენი მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ის აცხადებს, რომ არასოდეს ყოფილა სახელმწიფოებრივი გადატრიალების მომხრე. გიულენი არც იმას გამორიცხავს, რომ შეთქმულება თურქეთში ინსცენირებული ყოფილიყო.

თურქეთის პრეზიდენტმა  სამხედრო ამბოხების ინიციატორად ფეთჰულაჰ გიულენი გუშინ დაადანაშაულა და აშშ-ს მისი ექსტრადირებაც სთხოვა.     

"სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მე მივმართავ შეერთებულ შტატებს, მივმართავ მათ ლიდერს, გადმოგვეცით ის, ვინც პენსილვანიაში იმყოფება. თუ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, თუ ვართ პარტნიორობოს მაგალითი, გთხოვთ, შეასრულეთ თქვენი პარტნიორის მოთხოვნა, რადგან ჩვენ გადმოგეცით ყველა ტერორისტი, რომლებსაც თვქენ ითხოვდით," -  განაცხადა გუშინ ერდოღანმა სტამბოლში ხელისუფლების მხარდამჭერთა აქციაზე, რომელიც მის რეზიდენციასთან გაიმართა.   

დღის ამბები