07 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
ტერაქტი ნიცაში - საფრანგეთის შს მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რეზერვისტთა სიაში ჩაეწერონ

ნიცაში მომხდარი საზარელი ტერაქტის შემდეგ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რეზერვისტთა სიაში ჩაეწერონ.

ბერნარ კაზნევის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას.

თავდასხმა ნიცაში სამი დღის წინ მოხდა. 31 წლის, წარმოშობით ტუნისელმა, სატვირთო მანქანით სანაპირო ქუჩაზე შეკრებილ ადამიანებს გადაუარა. შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელმა ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე ნათესავებს ტუნისში 100 ათასი ევრო გაუგზავნა. 

დღის ამბები