07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ნიცის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ნიცის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოები ავრცელებენ.

ინფორმაციის თანხმად, დაკავებულია ერთი ქალი და ერთი კაცი. სხვა დეტალები და მათი ვინაობა ჯერჯერობთ უცნობია.   

თავდასხმა ნიცაში სამი დღის წინ მოხდა. 31 წლის, წარმოშობით ტუნისელმა, სატვირთო მანქანით სანაპირო ქუჩაზე შეკრებილ ადამიანებს გადაუარა. შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელმა ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე ნათესავებს ტუნისში 100 ათასი ევრო გაუგზავნა. 

დღის ამბები