07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
გადატრიალების მცდელობის ავტორის ვინაობის დასადგენად საერთაშორისო კომისია შეიქმნას და შედეგს ახლავე ვაღიარებ - ფეთჰულაჰ გიულენი

ფუთჰულაჰ გიულენი, რომელსაც ერდოღანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მზად არის, საერთაშორისო კომისიის გამოძიების მიერ მიღებული შედეგი აღიაროს.

ამის შესახებ განცხადება სხვადასხვა მედიასაშუალებებთან გააკეთა. მისი კომენტარი გავრცელდა სოციალური ქსელებითაც.  

გიულენმა მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადა, რომ არმიის მცირე ჯგუფის მიერ განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო, პასუხისმგებლობას მას ვერ დააკისრებენ.

″ასეთი ბრალდება თუ არის, საერთაშორისო კომისიამ გადატრიალების მცდელობა გამოიძიოს და შედეგი რაც არ უნდა იყოს, ეხლავე ვაღიარებ. თუნდაც ტყუილი იყოს, მაინც ვაღიარებ,″ -განაცხადა მან. 

 

დღის ამბები